ესპანეთის თასის 1/16-ფინალში „ბარსელონა“ დაბალი დივიზიონის ბინადარ „გვადალახარას“ ესტუმრა, რომელიც დაამარცხა, მაგრამ ამის გაკეთება გაუჭირდა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა მატჩის მიწურულს მოახერხა გოლების გატანა. 77-ე წუთზე ანგარიში ანდრეას კრისტენსენმა გახსნა, ხოლო ბოლო წუთზე მარკუს რაშფორდმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„ბარსელონა“ კოპა დელ რეის მერვედფინალშია, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.






