ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი, მაქსიმილიან იბრაჰიმოვიჩი იტალიის სუპერთასისთვის „მილანის“ მთავარ გუნდში გამოიძახეს.
19 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად საუდის არაბეთშია და დებიუტის შანსი აქვს. იბრაჰიმოვიჩის ვაჟი „როსონერის“ მეორე გუნდში თამაშობს, ხოლო მთავარ გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობა ეძლევა.
გასულ სეზონში მან „პრიმავერას“ გუნდში 20 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. „მილანს“ შეტევაში საკადრო პრობლემები აქვს, რის გამოც მასიმილიანო ალეგრიმ იბრაჰიმოვიჩის გარდა, მეორე გუნდიდან კიდევ ერთი ახალგაზრდა თავდამსხმელი ემანუელე ბორსანი გამოიძახა.
შეგახსენებთ, რომ მილანი იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლის“ 18 დეკემბერს შეხვდება, მეორე წყვილში „ინტერი“ და „ბოლონია“ გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.






