მილანის „ინტერის“ მცველი დენზელ დუმფრისი ორი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ნიდერლანდელ ფეხბურთელს კოჭზე ოპერაცია სჭირდება და თავის გუნდს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარება.
დუმფრისი ტრავმის გამო 9 ნოემბრის შემდეგ მოედანზე არ გასულა და გადაწყდა, რომ ოპერაცია გაიკეთოს.
დენზელ დუმფრისმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.






