ფეხბურთი

12:15 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ტაკეჰირო ტომიასუ დაიმატა

ამსტერდამის „აიაქსმა“ იაპონელი მცველი ტაკეჰირო ტომიასუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

აზიელი ფეხბურთელი „აიაქსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ტომიასუ ბოლოს „არსენალში“ თამაშობდა, სადაც 84 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბოლონიას“, „სენტ ტრუიდენისა“ და „ფუკუოკას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0998