„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალზე ბრაზილიური „ფლამენგოს“ წინააღმდეგ.
„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვაჩვენეთ უნარი, დავძლიოთ სხვადასხვა სიტუაცია. ფინალი დაძაბული იქნება. „ფლამენგო“ ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ მატჩი ადვილი არ იქნება.
„ფლამენგო“ ახლა ძალიან კარგ პერიოდს გადის. ბევრი ტიტული მოიგეს. მომწონს, როგორ თამაშობს ეს გუნდი. მახსოვს მათი გამოსვლა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ზაფხულს. მათ რამდენიმე მართლაც საინტერესო თამაში ჩაატარეს. ისინი არიან გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ.
გასულ სეზონში ჩვენი მიზანი იყო პსჟ-ს ისტორიის შექმნა. ამ სეზონში ჩვენი მიზანია ისტორიის შექმნის გაგრძელება. მთელი მატჩის განმავლობაში მზად და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ყველა მოქმედება შეიძლება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გამოდგეს. ჩვენ მზად ვართ. ვფიქრობ, გუნდი ამ სეზონშიც იგივე მენტალიტეტს ავლენს, რასაც გასულ სეზონში“, - უთხრა ენრიკემ, პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
შეგახსენებთ, რომ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი ხვალ, 17 დეკემბერს გაიმართება ალ-რაიანში და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.









