„მანჩესტერ სიტისა“ და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ფიფას 2025 წლის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ამის შესახებ „მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
ჯილდოზე ასევე წარდგენილი იყვნენ ალისონი („ლივერპული“ და ბრაზილია), ტიბო კურტუა („რეალი“ და ბელგია), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“ და არგენტინა), მანუელ ნოიერი („ბაიერნი“ და გერმანია), დავიდ რაია („არსენალი“ და ესპანეთი), იან ზომერი („ინტერი“ და შვეიცარია) და ვოიცეხ შჩენსნი („ბარსელონა“ და პოლონეთი).
ფიფას საუკეთესოს დაჯილდოების ცერემონია დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.









