კალათბურთი

15:30 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "ცსკა-ში ფულის და კონტრაქტის გამო არ გადავსულვარ, მიზეზი სხვა იყო"

საქართველოს ნაკრების და „ბარსელონას“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ედინ ავდიჩის პოდკასტში ისაუბრა, სადაც სხვადასხვა თემას შეეხო.

მან გაიხსენა „ბასკონიაში“ გატარებული პერიოდი და დაასახელა მთავარი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე ცსკა-ში გადავიდა.

„ხალხი ივიწყებს, რომ იქ (ბასკონიაში) პირველი ორი წლის განმავლობაში ბევრი ვიბრძოლე. მართლა ვიტანჯე. უპირველეს ყოვლისა, ტერფის ტრავმით მივედი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს მივიღე. ამის გამო თვე-ნახევარი, შესაძლოა ორი თვეც კი ვერ ვითამაშე. შემდეგ მივხვდი, რომ, რადგან NBA-დან ვიყავი, ჩემგან ყველა დიდ ციფრებს ელოდა, ან იმას, რომ გუნდს დაუყოვნებლივ გამარჯვებაში დავხმარებოდი. ეს სხვა სახის ზეწოლა იყო, ძირითადად, მე თვითონ ვახდენდი საკუთარ თავზე ზეწოლას და არა სხვები, ამიტომ ძალიან გამიჭირდა. საბედნიეროდ, მათ ჩემში დიდი პოტენციალი დაინახეს და ორი წლის შემდეგ კონტრაქტი კიდევ სამი სეზონით გავახანგრძლივეთ. თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობდი.

"ბასკონიაში" ყოფნის დროს, კობის ვარჯიშების ვიდეოებს ვუყურებდი და ვცდილობდი იგივე გამეკეთებინა რამდენიმე წინასასეზონო მატჩებში. ამას თვე-ნახევრის განმავლობაში ვაკეთებდი. ოთხ საათზე ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი, ვბრუნდებოდი, ცოტას ვიძინებდი, ბავშვებს ვუვლიდი, შემდეგ გუნდურ ვარჯიშს ვატარებდი და საღამოს ისევ ვარჯიშს ვაგრძელებდი.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ასეთი რაღაცეები დიდ თავდაჯერებულობას გმატებს. ამავდროულად, სტატუსსა და რეპუტაციას გმატებს, რადგან როდესაც შენი თანაგუნდელები ამას ხედავენ და შემდეგ მათგან რაღაცას ითხოვ, როდესაც ხედავენ, რომ მათი კაპიტანი და ლიდერი ამას აკეთებს, მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გამოგყვნენ. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ასეთი ლიდერი, მაგალითით ვიხელმძღვანელო.

რატომ გადავედი ცსკა-ში? კონტრაქტი, ფული, იგივე იყო, რაც „ბასკონიაში“. მე მჯერა, რომ „ბასკონიაში“ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, ჩვენ ლიგა ენდესაც კი მოვიგეთ. ეს ტიტული ტორტზე მარწყვი იყო და შესაძლებლობა მომეცა, გადავსულიყავი კლუბში, რომელიც ზედიზედ 17 წელი იყო ევროლიგის ოთხთა ფინალში. თუმცა ეს არ იყო მთავარი მიზეზი. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, არსებობდა კიდევ ერთი გვერდითი ისტორია.

ბასკონიაში“ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად ვიტანჯებოდი, რადგან FIBA-ს ფანჯრების გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ ვეხმარებოდი. ჩემთვის ეროვნული ნაკრები და ჩემი ქვეყნისთვის თამაში პირად კარიერაზე უფრო მაღალ დონეზეა. ამის გარეშე ჩემი კარიერა არასდროს იქნებოდა სრულყოფილი. ცსკა დამპირდა, რომ „ფანჯრების“ დროს, ევროლიგის თამაშების მიუხედავად, გამიშვებდნენ და ეს დაპირება შეასრულეს“, - თქვა შენგელიამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171494