ფეხბურთი

14:55 | 16.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვმა "შახტარის" დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა შესაძლოა იანვარში დონეცკის „შახტარი“ დატოვოს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის, ხოლო „შახტარმა“ მისი შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო.

მიმდინარე სეზონში აზაროვი რეგულარულად კონფერენს ლიგაზე თამაშობს, ხოლო უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა, ბოლო 8 შეხვედრაში კი ჩემპიონატის ეგიდით მოედანზე ერთი წუთითაც არ გასულა. ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება გააგრძელოს მან კარიერა.

ირაკლი აზაროვი „შახტარს“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდადან“ 2023 წელს შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მანამდე ის „დინამო ბათუმის“ და „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ნაკრებში ირაკლის 22 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174681