ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტური „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერისა“ და „ბორნმუთის“ მატჩით დასრულდა, რომელიც საოცრად დრამატული გამოდგა.
რუბენ ამორიმის გუნდი ამად დიალოს გოლით სწრაფად დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა ტაიმის მიწურულს ანტუან სემენიოს გოლით უპასუხეს, მაგრამ „იუნაიტედმა“ ტაიმი მაინც მოიგო, რადგან კაზემირომ მეორედ დაამწუხრა მეტოქე.
მეორე ნახევარი „ბორნმუთმა“ უკეთ დაიწყო, ორჯერ გაიტანა: ჯერ ევანილსონმა და შემდეგ ტავერნიემ შეაგდეს. შემდეგ უკვე „მანჩესტერის“ ჯერი დადგა, რომელმაც ორჯერ გაიტანა და ისევ დაწინაურდა. ანგარიში ბრუნო ფერნანდეშმა გაათანაბრა, ხოლო „წითელმა ეშაკებმა“ დაწინაურება მათეუშ კუნიას გოლით მოახერხეს. თუმცა, ამორიმის შეგირდებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
84-ე წუთზე ელი ჟუნიორ კრუპიმ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და წონასწორობა აღადგინა. „ალუბლებს“ მოგებაც შეეძლოთ, ბოლოს „იუნაიტედი“ მეკარემ ორჯერ იხსნა, თორემ გოლი გარდაუვალი იყო.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 26 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ ესტუმრება, ხოლო „ბორნმუთი“ 21 ქულით მე-13 პოზიციაზეა და „ბარნლის“ უმასპინძლებს.
„მანჩესტერი“ – „ბორნმუთი“ 4:4 (2:1)
გოლები: 1:0 დიალო (13), 1:1 სემენიო (40), 2:1 კაზემირო (45), 2:2 ევანილსონი (46), 2:3 ტავერნიე (52), 3:3 ბრუნო ფერნანდეში (77), 4:3 კუნია (79), 4:4 კრუპი (84)






