მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. გერმანელ კიპერს კუნთის ტრავმა აქვს.
39 წლის ფეხბურთელი სავარაუდოდ, მოედანს 2026 წლის დასაწყისში დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში ნოიერმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაუშვა და ექვსჯერ კარი მშრალად შეინახა.






