გორის „დილას“ ფეხბურთელი სირილ ედუძი კარიერას დანიის სუპერლიგის ბინადარ „რანდერსში“ გააგრძელებს.
ნიჭიერი განელი ფეხბურთელი დანიურ კლუბს უკვე შეუერთდა, რომლის ღირსებას 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 75 000 ევრო შეადგინა.
სირილ ედუძი „დილას“ რიგებს 2025 წლის იანვარში შეუერდა და 2025 წლის სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში მისი მონაგარი 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა იყო.
19 წლის განელმა ,,დილასთან" ერთად საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო ეროვნულ ლიგაში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. „რანდერსი“ დანიის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა.









