„ინტერ მაიამიმ“ ესპანელი მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
რეგილონმა ამერიკულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. სერხიომ „მაიამიში“ თანამემამულე ჟორდი ალბა უნდა შეცვალოს, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა.
სერხიო რეგილონი ბოლოს ლონდონის „ტოტენჰემში“ თამაშობდა, ხოლო კარიერის განმავლობაში „ლეგრონესის“, „რეალის“, „სევილიას“, „ატლეტიკოს“, „მანჩესტერის“ და „ბრენტფორდის“ რიგებშიც გამოდიოდა.









