ფეხბურთი

17:42 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" მადრიდის "რეალის" მცველით ინტერესდება

სტამბულის "გალათასარაი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ცნობილი ხდება თურქული კლუბი მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველით დავიდ ალაბათი ინტერესდება და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

როგორც უკვე იცით "გალათასარაის" თავდაპირველად ანტონიო რუდიგერის გადაბირება სურდა, თუმცა სტამბულელებმა ვერ შეძლეს გერმანელის დარწმუნება, რომ მათი პროექტი მისთვის საკმარისად კარგია.

Defensa Central-ის ინფორმაციით, "გალათასარაი" დარწმუნებულია, რომ ალაბას დარწმუნებას შეძლებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრიელს სამეფო კლუბში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და ამ ყველაფერმა შესაძლოა გარიგებაში დიდი როლი ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა "რეალის" ღირსებას 2021 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162041