ფეხბურთი

15:25 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მეექვსე ტიტულის შანსი: პსჟ დოჰაში 22 ფეხბურთელით გაემგზავრა

"პარი სენ-ჟერმენი" მიმდინარე სეზონში მეექვსე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ, სადაც საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიურ "ფლამენგოს" დაუპირისპირდებიან.

ლუის ენრიკემ კატარში 22 ფეხბურთელი წაიყვანა და აღსანიშნავია, რომ პარიზელებს გუნდის კაპიტანი მარკინიოსი და უსმან დემბელე დაუბრუნდნენ და ისინი გუნდთან ერთად იმყოფებიან.



"პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონში მეექვსე ტიტულის მოგების შანსი აქვს. ლუის ენრიკეს გუნდმა წელს ლიგა1, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი მოიგეს. პარიზული კლუბი საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პირველად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ "ფლამენგოსა" და პსჟ-ს მატჩი 17 დეკემბერს საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168564