ფეხბურთი

14:32 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი კუნდეს თამაშით უკმაყოფილოა და ზამთარში მარჯვენა მცველის დამატება სურს

კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჟულ კუნდეს თამაში არ მოსწონს და მის მიმართ ნდობას დღითიდღე კარგავს. როგორც ცნობილი გამოცემა El Nacional-ი იტყობინება გერმანელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისი შემცვლელის მოყვანა უნდა.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "კრისტალ პალასის" კოლუმბიელი მცველი დანიელ მუნოზია, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია. რაც შეეხება კუნდეს, კატალონიური კლუბი მზადაა მის სანაცვლოდ შემოთავაზებები განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ ჟულ კუნდე "ბარსელონას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა გაიტანა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096632