ფეხბურთი

12:30 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა"

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის „რეალი“ „ალავესს“ ესტუმრა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ჩაბი ალონსოს გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ 9 ფეხბურთელი აკლდა. მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ძალიან რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა."ალავესი" საკუთარ მოედანზე ყველა გუნდისთვის რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ და ამით ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ამ ეტაპზე ყოველ სამ დღეში თამაში გვიწევს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი როგორც ჩემთვის, ისე ფეხბურთელებისთვის რთულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტორია, რომ გუნდი ერთიანია, როგორც რთულ, ისე კარგ მომენტებში და სწორედ ეს არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც გრძელვადიან პრესპექტივაში დიდ შედეგებზე გაგვიყვანს. ახლა სათასო მატჩი გვიახლოვდება და უნდა კარგად მოვემზადოთ და ის ფონი შევინარჩუნოთ, რაც დღევანდელმა მოგებამ მოგვიტანა", - განაცხადა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 39 ქულით მეორე ადგილზეა და ისევ ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, „სევილიას“ უმასპინძლებს. „ალავესი“ 18 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170337