ფეხბურთი

0:25 | 15.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში პსჟ-ს "ლანსმა" ისევ გადაასწრო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში მარსელის „ოლიმპიკმა“ „ლანსს“ უმასპინძლა, რომელიც 1:0 დაამარცხა.

82-ე წუთზე მეისონ გრინვუდმა გაიტანა გამარჯვების გოლი და რობერტო დე ძერბის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „მარსელი“ 32 ქულით მესამე ადგილზეა.

ლიგა 1-ს სათავეში ისევ „ლანსი“ ჩაუდგა, რომელმაც შინ „ნიცა“ 2:0 დაამარცხა და 37 ქულით პირველ ადგილზეა. პსჟ მას ერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088703