ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის „რეალი“ „ალავესს“ ესტუმრა, ძალიან დიდი დანაკლისით - 9 ფეხბურთელი აკლდა.
ჩაბი ალონსოს გუნდი მინიკრიზისშია და ფეხის დაცდენის უფლება აღარ ჰქონდა. „სამეფო კლუბმა“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო.
პირველ ტაიმში ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა და მორიგი გოლი გაიტანა. 70-ე წუთზე ვისენტემ წონასწორობა აღადგინა და მადრიდელები ქულების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგნენ.
თუმცა, ექვს წუთში როდრიგომ მეორედ დააწინაურა მადრიდული გრანდი, დარჩენილ დროში კი ანგარიში არ შეცვლილა.
„რეალი“ 39 ქულით მეორე ადგილზეა და ისევ ოთხი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, მომდევნო ტურში კი 20 დეკემბერს, „სევილიას“ უმასპინძლებს. „ალავესი“ 18 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.
„ალავესი“ – „რეალი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 მბაპე (24), 1:1 ვისენტე (70), 1:2 როდრიგო (76)






