იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში საინტერესო დაპირისპირება შედგა, „ბოლონიასა“ და „იუვენტუსს“ შორის, რომელიც სტუმრებმა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგეს.
ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო, რადგან მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთის კონკურენტები არიან. საბოლოოდ, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს აჯობა და დამსახურებულად იმარჯვა.
ყველაფერი კოლუმბიელი მცველის, ხუან კაბალის გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც თავური დარტყმით 64-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ერთადერთი გოლი გაიტანა. „ბოლონია“ 69-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა და „ბიანკონერიმ“ მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზე აღზევდა და მომდევნო ტურში „რომას“ უმასპინძლებს. „ბოლონიას“ აქტივში 25 ქულაა და მეექვსე პოზიციაზეა.
„ბოლონია“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კაბალი (64)






