იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს - „ინტერი“, რომელმაც „მილანის“ ფრით და „ნაპოლის“ წაგებით იდეალურად ისარგებლა.
კრისტიან კივუს გუნდმა სტუმრად „ჯენოა“ 2:1 დაამარცხა. პირველივე ტაიმში იან ბისეკმა და ლაუტარო მარტინესმა ორჯერ გაიტანეს, რასაც დანიელე დე როსის გუნდმა მეორე ნახევარში ვიტინიას გოლით უპასუხა, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა.
„ინტერი“ 33 ქულით გალიდერდა და მომდევნო ტურში „ატალანტას“ ესტუმრება. იქვე არიან, „მილანი“ (32 ქულა) და „ნაპოლი“ (31).
„ჯენოა“ – „ინტერი“ 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 ბისეკი (6), 0:2 ლაუტარო მარტინესი (38), 1:2 ვიტინია (68)






