NBA-ს თასის ნახევარფინალში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ იორკ ნიქსთან“ 120:132 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ მეორე პერიოდში „ნიუ იორკის“ მოპოვებული 10-ქულიანი უპირატარესობა საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა.
ბითაძემ 13 წუთი ითამაშა, თუმცა შეხვედრა უქულოდ დაასრულა - 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველ ცენტრს კალათისკენ ბურთი არ უსვრია.
„ნიუ იორკს“ ჯალენ ბრენსონმა ულიდერა 40 ქულით და 8 პასით, ხოლო „ორლანდოში“ პაოლო ბანკერო გამოირჩა 25 ქულით და 8 მოხსნით.









