„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მეცთან“ მატჩის (3:2) შემდეგ ისაუბრა.
ესპანელმა ისაუბრა, როგორც ამ შეხვედრის შესახებ, ასევე მომდევნო მატჩზე, რომელსაც პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ჩაატარებს:
„ვფიქრობ, მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, კონტროლით და მოედანზე ყველაფრის კეთებით, რაც გვინდოდა. ორი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობდი, რომ მეორე ტაიმი შედარებით უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ აუცილებლობის გამო ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და კონტროლი დავკარგეთ. მატჩის ბოლო ნაწილი ძალიან რთული იყო. მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც დადებითია, მაგრამ ძალიან რთული იყო.
საკონტინენტთაშორისო თასი? ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. სამწუხაროდ, ამ ტურნირზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. „ფლამენგო“ ძალიან კარგი გუნდია, მათი ხარისხი გასულ ზაფხულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვნახეთ. ძალიან დაძაბული მატჩი იქნება, ბევრი სირთულით, რადგან მათ ჰყავთ ხარისხიანი მოთამაშეები, როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად, გამოცდილებიც არიან, ძალიან რთული მეტოქეა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ფლამენგს“ 17 დეკემბერს დაუპირისპირდება და ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოგების შანსი აქვს.






