ფეხბურთი

0:59 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერთმანეთზე უკეთესი გოლები: ზურიკო დავითაშვილის დუბლი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში „სენტ ეტიენმა“ ბოლოადგილოსან „ბასტიას“ ვერ მოიუგო, მაგრამ ზურიკო დავითაშვილი ბრწყინვალე იყო - დუბლი შეასრულა.

ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ 24-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე კიდევ ერთი დიდებული გოლი შეაგდო და წონასწორობა მეორედ აღადგინა - 2:2.

„მწვანეებს“ მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ 87-ე წუთზე ფლორიან ტარდიუმ პენალტი ვერ გაიტანა. ზურიკოც მოედანზე იყო, თუმცა თერთმეტმეტრიანი მას არ დაურტყამს.

დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი შემტევი 8 გოლით ბომბარდითა დავის ლიდერია კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად.

„სენტ ეტიენი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ლე მანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170654