ფეხბურთი

23:27 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ რაფინიას დუბლის წყალობით „ოსასუნა“ დაამარცხა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. „ბარსელონას“ ნახევარმცველმა რაფინიამ თამაშის პირველი გოლი მე-70 წუთზე გაიტანა. 86-ზე კი დუბლი შეასრულა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ესპანეთის ლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 43 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ოსასუნას“ 16 მატჩის შემდეგ 15 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

შემდეგ რაუნდში „ბარსელონა“ სტუმრად ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ოსასუნა“ „ალავესს“ უმასპინძლებს.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-16 ტური. 13 დეკემბერი: ატლეტიკო - ვალენსია 2:1, მალიორკა - ელჩე 3:1, ბარსელონა - ოსასუნა 2:0, ხეტაფე - ესპანიოლი მოგვიანებით გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10038