„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ ისაუბრა კარიერის ადრეულ ნაწილზე, რომელიც „ბენფიკაში“ გაატარა.
— მამათქვენი „ბენფიკას“ გულშემატკივრობს?
— დიახ, მამაჩემი „ბენფიკას“ გულშემატკივრობს, დედაჩემი კი „სპორტინგს.“
— როგორ რეაგირებდა დედა თქვენს „ბენფიკაში“ გადასვლაზე?
— ბედნიერი იყო. ეს დედის მხრიდან ბაბუის იდეა გახლდათ. ისიც „სპორტინგს“ გულშემატკივრობდა. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ. 12 წელი „ბენფიკაში“ გავატარე, 7-დან 19 წლამდე, ცხრა წელია „მანჩესტერ სიტიში“ ვთამაშობ.
„მე „ბენფიკას“ გულშემატკივარი ვარ, ეს პორტუგალიის უდიდესი კლუბია. მამაჩემთან ერთად „ბენფიკას“ მატჩებს ვუყურებდი. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ კლუბში თამაშზე, ასე რომ, დიახ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. და გამიმართლა, რომ პორტუგალიის საუკეთესო მწვრთნელებისგან სწავლის შესაძლებლობა მომეცა და ადრეული ასაკიდანვე საუკეთესო პირობებზე მქონდა წვდომა“, - ციტირებს სილვას სიტყვებს BBC.






