ფეხბურთი

19:37 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" მფლობელის განცხადება: "ჩვენი ისტორია და ღირებულებები არ იყიდება"

ტურინის „იუვენტუსის“ შეძენა კომპანია Tether Investments-ს სურს და კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, ჯონ ელკანს 1 მილიარდი ევრო შესთავაზეს.

თუმცა, ელკანმა და კომპანია Exor-მა წინადადება უარით გაისტუმრეს და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „იუვეს“ გასხვისებას არ აპირებენ:

„Exor აცხადებს, რომ დირექტორთა საბჭომ ერთხმად უარყო Tether Investments-ის წინადადება იუვენტუსის ყველა აქციის შეძენის შესახებ. ვიმეორებთ, რომ იუვენტუსის გაყიდვის განზრახვა არ გვაქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია Exor-სა და „იუვენტუსის“ მფლობელის, ჯონ ელკანს განცხადება, რომელიც „იუვეს“ საიტზე გამოქვეყნდა, ასეთია:

„იუვე” 102 წელია ჩემი ოჯახის ნაწილია. საუკუნის განმავლობაში ოთხმა თაობამ გააფართოვა ის, გააძლიერა, რთულ პერიოდში იზრუნა მასზე და მისი გამარჯვებები აღნიშნა. „იუვე“ გაცილებით, ბევრად უფრო დიდი ოჯახის, „ბიანკონერების“ ოჯახის ნაწილია, მილიონობით გულშემატკივრის იტალიასა და მთელ მსოფლიოში, რომლებსაც უყვართ „იუვე“, როგორც საყვარელი ადამიანი. ამ ვნებაზე, ამ სიყვარულის ისტორიაზე ფიქრით, რომელიც საუკუნეზე მეტია გვაერთიანებს, როგორც ოჯახი ვაგრძელებთ კლუბის მხარდაჭერას და ვიყურებით მომავალში, რათა გამარჯვებული „იუვენტუსი“ ავაშენოთ. „იუვენტუსი“, ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირებულებები არ იყიდება“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 1923 წლიდან ანიელების ოჯახის მფლობელობაშია. ჯონ ელკანი ჯანი ანიელის შვილისშვილია, რომელიც კლუბს ბოლო წლების განმავლობაში მართავს.

თეგებიიუვენტუსი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087557