მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა აქვს.
როგორც მან აღნიშნა, ისინი ერთად არიან, ცუდ პერიოდშიც:
„ფეხბურთელებთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის კარგია. ერთად ვართ, კარგ და ცუდ დროსაც. თუ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ, ეს გაგვაძლიერებს. გუნდში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეა. ხშირი კონტაქტი მაქვს კლუბთან, პრეზიდენტთან, არბელოასთან ჩემს გათავისუფლებაზე არ მისაუბრია“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო (3 ფრე, 3 წაგება).






