ფეხბურთი

18:03 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქაოსი და ვანდალიზმი: ინდოეთში მესის ვიზიტი არეულობაში გადაიზარდა

ლიონელ მესი Goat Tour-ის ფარგლებში ინდოეთს ესტუმრა, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდნენ.

კალკოტაში მესის 21-მეტრიანი ქანდაკების გახსნის პატივსაცემად გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში ცნობილი ადამიანების ამხანაგურინ მატჩი გაიმართა, ხოლო მესის პენალტების სერიაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

სწორედ ამიტომ, უამრავმა გულშემატკივარმა 12 000 რუპია გადაიხადა ბილეთში (135 ევრო), თუმცა მათი ხარჯი უშედეგო აღმოჩნდა. მესი, ლუის სუარესთან და როდრიგო დე პოლთან ერთად მოედანზე გავიდა, მაგრამ არათუ არ უთამაშია, არამედ გულშემატკივრებსაც ვერ მიესალმა.

არგენტინელი ფეხბურთელი, მაშინვე პოლიტიკოსების, მინისტრების და მათი ოჯახების ალყაში მოხვდა, რომლებიც მასთნ ფოტოებს იღებდნენ. რგენტინელს შეეზღუდა გადაადგილების არეალი და სტადიონს წრე ვერ დაარტყა - ის დაცვამ გაიყვანა და სტადიონიც დატოვა.

როდესაც მესი სტადიონიდან წავიდა, გულშემატკივრების მხრიდან პროტესტის დაიწყო. მათ დაამტვირეს სკამები და მოედანზე სიროდნენ, დააზიანეს სტადიონი და ვანდალურ ქმედებებსაც ჰქონდა ადგილი.

ღონისძიების ორგანიზატორი სატადრუ დატა პოლიციამ არასათანადო მენეჯმენტის ბრალდებით დააკავა. შტატის მინისტრმა მამატა ბანერჯიმ კი თქვა: „გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ლიონელ მესის და ყველა გულშემატკივარს ინციდენტის გამო. შოკირებული ვარ არასწორი მენეჯმენტით“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092995