ფეხბურთი

16:36 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტი განაახლოს

კარლო ანჩელოტისა და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას შორის შესაძლოა, კონტრაქტი გახანგრძლივდეს.

As-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და წესით, უახლოეს ხანში, ხელშეკრულების 2030 წლამდე განახლების შესახებ გამოაცხადებენ.

ანჩელოტის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი დიდი ხანი არაა, რაც „სელესაოს“ ჩაუდგა სათავეში, მისი მუშაობით კმაყოფილები არიან.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში ივნისიდან მოყოლებული მუშაობს. ეს მისი პირველი სანაკრებო გამოცდილებაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095392