ფეხბურთი

15:55 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-15 ტურში „ზირა“ „შამახის“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ დამარცხდა, მაგრამ გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა მერვე წუთზე გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, „ზირამ“ მეორე ნახევარში ორჯერ გაუშვა და უქულოდ დარჩა - 1:2. პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ზირა“ 27 ქულით მესამე ადგილზეა, 20 დეკემბერს კი, „იმისლის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090702