მიუნხენის „ბაიერნი“ სერჟ გნაბრისთან კონტრაქტის განახლება სურს. გერმანული კლუბი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
„რეკორდმაისტერი“ 30 წლის შემტევს ახალ კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე სთავაზობს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.
სერჟ გნაბრი „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობს და 302 მატჩში 98 გოლი აქვს გატანილი. გერმანელს ასევე უთამაშია „არსენალში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ვერდერსა“ და „ჰოფენჰაიმში“.
გნაბრის გერმანიის ნაკრებში დღემდე 57 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი.






