ფეხბურთი

11:05 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მარესკა: "დეკემბერი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ რამდენიმე დღე ჩემს წარმოდგენას ვერ შეცვლის"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ „ევერტონთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნოემბერში შესანიშნავი ჰქონდათ, დეკემბერი ცუდად დაიწყეს, მაგრამ რამდენიმე დღე მის წარმოდგენას ვერ შეცვლის.

„ბორნმუთთან“ ფრედ ვითამაშეთ, „ლიდსთან“ ცუდი თამაში გვქონდა, „ატალანტასთან“ კი ვიგებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით. ეს ის საკითხებია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე დონის შენარჩუნება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი შეცდომებიდან ვისწავლოთ და მომავლისთვის უკეთ მოვემზადოთ.

ნოემბერი ფანტასტიკური იყო, დეკემბერი ისე არ დაიწყო, როგორც გვინდოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი კვირის სხვაობაა. ცხრა დღე ჩვენს სეზონს არ ცვლის. მშვიდად ვარ, საბოლოოდ, იქ ვიქნებით, სადაც ყოფნა გვინდა“, - თქვა მარესკამ.

„ჩელსის“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და 25 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ევერტონს“ დღეს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.139243