ევროლიგის მე-15 ტურში „ბარსელონამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა, რომელიც 98:85 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15 აღმოჩნდა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 10 მოგებით და 5 წაგებით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 16 დეკემბერს, „პარიზს“ ესტუმრება.









