„ლივერპულმა“ მოჰამედ სალაჰი „ბრაიტონთან“ მატჩისთვის გუნდში დააბრუნა. ეგვიპტელი განაცხადშია.
არნე სლოტმა თქვა, რომ სალაჰთან საუბარს აპირებდა, რაც გაარკვევდა იქნებოდა თუ არა ის სამატჩო განაცხადში. როგორც ჩანს, დიალოგმა პოზიტიურად ჩაიბარა.
ამრიგად, სალაჰს „ბრაიტონთან“ თამაშის შანსი ექნება, მაგრამ არაა გამორიცხული, ეს მისთვის „ენფილდზე“ ბოლო მატჩი გამოდგეს, რადგან 15 დეკემბერს, სალაჰი აფრიკის თასზე სათამაშოდ მიდის, შემდეგ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, რომლის განმავლობაში მან შეიძლება გუნდი დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ „ინტერთან“ მატჩისთვის გუნდის მიღმა დატოვეს.






