ფეხბურთი

22:47 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა

„ალ-იტიჰადის“ ფეხბურთელმა კარიმ ბენზემამ 2026 წლის მუნდიალზე თამაშის სურვილი გამოთქვა.

როგორც 37 წლის ფორვარდმა აღნიშნა, თუ საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახებენ, ის დაბრუნდება და ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

„ფეხბურთელი ვარ, ამიტომ ფეხბურთს ვთამაშობ. როცა მირეკავენ, მივდივარ და ვთამაშობ. მაქვს მიზნები, მიყვარს ფეხბურთი და მიყვარს გამარჯვება. მიყვარს ტიტულები. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, ფეხბურთის სათამაშოდ წავალ, სულ ესაა. ტყუილი იქნება იმის თქმა, რომ არა, არ მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, ეს ყველას სურს“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 2007-2022 წლებში საფრანგეთის ნაკრების მაისურით 97 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09337