ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში „გრანადა“ ხიხონის „სპორტინგს“ ესტუმრება, მაგრამ ლუკა გაგნიძის გარეშე.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გრანადელთა მთავარმა მწვრთნელმა პაჩეტამ განაცხადა, რომ გრიპის გამო ქართველი ნახევარმცველი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ლუკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში ესპანური გუნდის მაისურით 11 მატჩში 3 საგოლე პასი მიითვალა. „გრანადას“ რთული სეზონი აქვს, 20 ქულით მხოლოდ მე-15 ადგილზეა.






