ფეხბურთი

18:16 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" ქოჩორაშვილის იჯარით დაბრუნება სურს

საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნება „ლევანტეს“ სურს.

Sin Tregua-ს ინფორმაციით, ვალენსიური კლუბი ცდილობს ქოჩორაშვილის იჯარით დაბრუნებას, მაგრამ „სპორტინგი“ ჯერჯერობით, მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და ფეხბურთელის გაშვებაზე უარს ამბობს.

გიორგიმ „სპორტინგში“ ფეხი ვერ მოიკიდა, 14 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს. ის პორტუგალიურ კლუბს ზაფხულში „ლევანტედან“ 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019-2024 წლებში თამაშობდა და 66 მატჩში 9 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის გუნდის ლიდერი იყო და ლა ლიგაში მის დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ლევანტეს“ ლა ლიგაში რთული მდგომარეობა აქვს, ბოლო ხუთი მატჩი წააგო და 9 ქულით ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.148131