"რეალში" არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ოლივერ კანმა გააკეთა. მისი თქმით, "რეალს" ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ვარსკვლავებს მეტ თავისუფლებას მისცემს და მათ სისტემაში მოქცევას არ ეცდება.
"ჩაბი ალონსო არის მწვრთნელი, რომლის ფილოსოფიაც სისტემურ ფეხბურთზეა დამყარებული და ამისთვის სპეციალური ფეხბურთელები არის საჭირო, "რეალი" კი სხვაგვარად თამაშობს. აქედან გამომდინარე შედეგები არ მიკვირს და ვფიქრობ, რომ ალონსოს იდეები "სამეფო კლუბისას" არ შესაბამება.
ვფიქრობ, რომ "რეალს" ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც ვარსკვლავებს მეტ თავისუფლებას მისცემს და შეძლებს, რომ ისინი ერთად აათამაშოს. ასეთი ტიპის ფეხბურთელებს სისტემაში მოქცევა არ უყვართ", - განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალი" ცუდ ფორმაშია და ყველა ტურნირზე ჩატარებული რვა შეხვედრიდან "სამეფო კლუბმა" მხოლოდ ორი მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. ამ შედეგების გამო ჩაბი ალონსოს მედიაში მწვავედ აკრიტიკებენ.






