ფეხბურთი

16:30 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: "ითამაშებს თუ არა სალაჰი? მას დღეს დაველაპარაკები და ყველაფერი ამ საუბრის შედეგზე იქნება დამოკიდებული"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „ბრაიტონთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ არ იცის ითამაშებს თუ არა ეგვიპტელი ხვალინდელ შეხვედრაში.

"ითამაშებს თუ არა ხვალ სალაჰი? მას დღეს დაველაპარაკები, ჩვენ გვჭირდება მასთან შეხვედრა და ყველაფერი ამ საუბრის შედეგზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი არ მაქვს. "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ ჩვენს შორის ბევრი საუბარი შედგა, ასევე მის წარმომადგენლებთან. მასთან საუბარი კვლავ გვჭირდება. დარჩება თუ არა გუნდში? არ მაქვს მიზეზი, რომ მისი დარჩენა არ მინდოდეს", - განაცხადა სლოტმა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ასევე კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა, რომლის ნახვაც მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

ცნობისთვის, „ლივერპული“ „ბრაიტონს“ 13 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092438