ფეხბურთი

14:10 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური გამოცემა: "გიორგი ზარიასთვის "ოლიპიაკოსთან" მატჩი "კაირატის" მაისურით ბოლო იყო"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კაირატის" შემტევი გიორგი ზარია დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს შეიცვლის. ამის შესახებ ინფრომაციას ყაზახური გამოცემა vesti.kz-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა "კაირატის" მასიურით ბოლო შეხვედრა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ჩაატარა, რადგან გიორგის კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჯერ ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ზარია, თუმცა მისით რამდენიმე ყაზახური კლუბი ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარია "კაირატის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, ამ დროში ქართველმა ჯამში 29 შეხვედრაში ითამაშა და ტავი 7 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091835