კონფერენს ლიგის მორიგ ტურში დონეცკის „შახტარი“ სტუმრად მალტურ „ჰამრუნს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა, ხოლო ირაკლი აზაროვმა საგოლე პასი გააკეთა.
ქართველის პასით 61-ე წუთზე ანგარიში ლუკა მეირელესმა გახსნა. აზაროვი 89-ე წუთზე შეცვალეს. „შახტარი“ 12 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში „რიეკას“ უმასპინძლებს.
შვეიცარიული „ლოზანა“ სტუმრად ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდა და მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. გაბრიელ სიგუა მოედანზე შეუცვლელად იყო.
„ლოზანა“ 8 ქულით მე-16 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.









