ფეხბურთი

22:00 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდი სერია A-ს ნოემბრის MVP გახდა

„კრემონეზეს“ ვეტერანი ფორვარდი ჯეიმი ვარდი სერია A-ში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

38 წლის ინგლისელმა ნოემბერში ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ვარდიმ მაიკ მენიოს (მილანი), ლაუტარო მარტინესს (ინტერი), დავიდ ნერეშს (ნაპოლი), ლეო ოსტიგორს (ჯენოა) და ნიკოლო ძანიოლოს (უდინეზე) აჯობა.

მთლიანობაში ვარდის მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087365