გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 1+2 სისტემით, კლუბის მხრიდან გაგრძელების ოფციით გაფორმდა.
გიორგი არაბიძე “ტორპედოში” 2022 წლიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან კლუბის მაისურით 86 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქტივში 26 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
არაბიძე ბოლოს სამხრეთკორეულ „ულსანში“ თამაშობდა, კარიერის განმავლობაში კი თბილისის „ლოკომოტივში“, „შახტარში“, „ნასიონალში“, „ადანასპორში“, „როტორსა“ და „სამტრედიაში“ გამოდიოდა.






