მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2) მარცხის შემდეგ საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
„შემდეგი მატჩის გამო ვნერვიულობ. აქ მთავარი მადრიდის „რეალია.“ საქმე გუნდს, ფეხბურთელებს და იმას ეხება, თუ როგორ შემიძლია მათი დახმარება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული“, - ციტირებს AS ალონსოს სიტყვებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალონსო შესაძლოა გაათავისუფლონ, თუ გუნდი „მანჩესტერ სიტისთან“ წააგებს. მადრიდულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადა. „რეალი“ ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ცხრილში 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა.









