ფეხბურთი

3:36 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ იმედგაცრუებული არ ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბილბაოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა თქვა, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და მოგებას იმსახურებდა, მაგრამ იმედგაცრუებული არ არის:

„ეს ძალიან განსხვავებული ტიპის მატჩი იყო, ამ ატმოსფეროში. „ბილბაო“ წილისყრაზე მეოთხე კალათში იყო, ეს ნიშნავს, რომ მატჩი ადვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენს ბადეში ადვილი გუნდები არ არიან. ვფიქრობ, მატჩი კარგად დავიწყეთ, არანაირი მოდუნება არ ყოფილა, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრად უკეთესები ვიყავით. ისინი ცოტა უფრო დაღლილები იყვნენ და შეგვეძლო ამ მატჩის მოგება.

სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან სატურნირო ცხრილი ძალიან დაძაბულია და რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად ბევრი ქულის მოპოვება დაგვჭირდება. ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ ამისთვის, მინიმუმ შემდეგი ან ბოლო მატჩი მაინც უნდა მოვიგოთ. რთული იქნება. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ იმედგაცრუებული არ ვარ, რატომ უნდა ვიყო? კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უნაი სიმონი დაასახელეს (ბილბაოს მეკრე - რედ)“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ 13 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „სპორტინგს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100962