ფეხბურთი

22:17 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპა ლიგის ჰიმნი "ვილიარეალი" - "კოპენჰაგენის" მატჩში

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ვილიარეალისა“ და „კოპენჰაგენის“ მატჩის დაწყების წინ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ნაცვლად, ევროპა ლიგის ჰიმნი ჩართეს.

რა თქმა უნდა, შეცდომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მაშინვე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ეს ნამდვილად უჩვეულო შეცდომაა, მაგრამ არა უპრეცედენტო, რადგან მაგალითად, 15 აპრილს, „ვილა პარკზე“, „ასტონ ვილასა“ და პსჟ-ს მატჩის წინაც იგივე მოხდა, როცა ევროპა ლიგის ჰიმნი ჩართეს სტადიონზე ნაცვლად ჩემპიონთა ლიგისა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094346