საუდის არაბეთის პრო ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ მუღარბელმა მოჰამედ სალაჰის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ეგვიპტელ ვარსკვლავს საუდი პრო ლიგაში მიესალმებიან, მაგრამ ეს კლუბების საქმეა:
„მისასალმებელი იქნება მოჰამედ სალაჰი საუდი პრო ლიგაში, მაგრამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებზე კლუბები არიან პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, სალაჰიც ერთ-ერთი მათგანია“, - თქვა მუღარბელმა.
მოჰამედ სალაჰს „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტთან კონფლიქტი აქვს და დიდი შანსია, რომ იანვარში კლუბი დატოვოს. საუდის არაბეთი კი, ერთ-ერთი ვარიანტია, სადაც შეიძლება მან კარიერა გააგრძელოს.






