ფეხბურთი

19:15 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და უეფას ახალგაზრდულ ლიგას გამოეთიშა

„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდულ ლიგას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

„დინამომ“ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა, გადამწყვეტ ეტაპზე კი მინსკის „დინამოს“ შეხვდა, რომელთანაც ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ ჩაატარა (რადგან ბელარუსებმა მასპინძელ ქალაქად თბილისი აირჩიეს).

პირველი მატჩი „დინამო თბილისმა“ მინსკელებთან ნომინალური სტუმრის რანგში 2:0 მოიგო და თითქოს, პლეი-ოფში გასვლა არ უნდა გასჭირვებოდა.

თუმცა, უპირატესობა გაანიავა: მეორე ტაიმში არტიომ ვოსკობოინიკოვმა და ალექსეი ჟეჩკომ ორი გოლი გაიტანეს და „დინამო მინსკმა“ 2:0 მოიგო. ორი მატჩის ჯამში 2:2 დაფიქსირდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.

თერთმეტმეტრიანების სერია ბელარუსებმა უშეცდომოდ შეასრულეს, 4:2 მოიგეს და „დინამო მინსკი“ გავიდა უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში, „დინამო თბილისი“ ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096585