ნიონში, UEFA-ს სათავო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილი გახდა.
ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო გიორგი ჩიტაურის 16-წლამდელები (2010 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.
U17 [2009]: ალექსანდრე კობახიძის გუნდი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 11-17 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
U17 [2010]: გიორგი ჩიტაურის გუნდი, 3-გუნდიან ჯგუფში - ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს. 2009 წელს დაბადებულთა ფორმაციის 17-წლამდე ნაკრებმა თუ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ფორმაციის 19-წლამდე ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდს A ლიგაში დაიწყებს.






