ფეხბურთი

15:56 | 10.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტე" და "თელავი" დაზავდნენ, ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული ლიგის პლეი-აუტის პირველი შეხვედრა, ტყიბულის "მეშახტემ" საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე მოახერხეს, თავი ნიგერიელმა ლეგიონერმა კლეოპას ბელეუ-ები ტიმიმ გამოიჩინა. "თელავმა" გათანაბრება და მატჩის გადარჩენა ანდრია დევდარიანის გოლით მოახერხეს, რომელმაც მასპინძელთა კარი 56-ე წუთზე აიღო.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიმართება. ეროვნული ლიგის გასავარდნი ზონის მეორე წყვილში კი ერთმანეთს საგარეჯოს "გარეჯი" და "სპაერი" დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094973